დამატებითი პასუხი - რევმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა.. ბავშვობაში მქონდა გლანდები ამოსაჭრელი და დედაჩემმა არ ამომაჭრა.. მიმკურნალა.. შემდეგ დიდი ხანი არ შევუწუხებუვარ.. 13წლიდან დამეწყო 37-37.5 სიცხეები და სისუსტე.. ყელი არ მაწუხებდა მაგრამ რომ ჩამხედეს არ იყი კარგ მდგიმარეიბაში მაგრამ რადგან რეაქტიუკი ფაქტორი ნირმაში იყო დაანებეს თავი და სხვა რაღაცეების გამოკვლევა დამიწყეს.. არაფერი არ მჭირდა მიზეზი ვერ დადგინდა და უკვე 10წელია ასეთი სიცხე მაქვს..ორსულობაში პიელონეფრიტი და თირკმელების პრობლემა გამიმივლინდა და დღემდე მაწუხებს.. ორსულობებამდეც ხშირად მქინდა ცისტიტი.. ბოლო 5წელია ხშირად მაწვს ანგინა და სინუსიტი.. ეხლა მივედი ექიმთან და ვიკეთებ გლანდების ოპერწციას.. დიაგნოზია ქრონიკული ტინზილიტი და სინუსიტი.. ყველაფერი ამას დააბრალეს.. ბოლო 5თვეა მტკივა ტერფი კოჭიდან.. სხვა სახსრებიც ტკივილიც მქონდა და შეიძლება რომ რევმატიზმი იყოს? გაუსაძლისი ტკვილი მაქვს ხოლმე დღის გარკვეულ მონაკვეთებში მაგრამ ხელს რომ ვიჭერ არაფერი არ მტკივა..მხოლიდ ფეხზე დგომის დრის მაქვს ტკივილი
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენს შეკითხვას უპასუხეს ქირურგიის ეროვნული ცენტრის მაღალკვალიფიციურმა ექიმებმა 22 აგვისტოს.
გთხოვთ, იხილოთ ბმული:  https://kirurgia.ge/ask/32978/viziti-hematologtan- 

რაც შეეხება ტერფისა და სახსრების ტკივილებს, შესაძლოა ჩივილების გამომწვევი იყოს პოლიართრიტი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე სახსრის ანთებაა, ეს შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ისე გამოწვეული სხვა მიზეზებით :

  • ტრავმები;
  • იმუნური დარღვევები;
  • მეტაბოლური დარღვევები.
  • რის შედეგადაც ვლინდება ტკივილი, დისფუნქცია, შეშუპება სახსრებში და ა.შ.

ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ რევმატოლოგს.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში აღნიშნულ სპეციალისტთან ვიზიტზე, რომელიც დაგინიშნავთ საჭირო–კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებს და მოგცემთ მითითებას მკურნალობის შესახებ.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა