კითხვა: გამარჯობა ორიწლის შვილი მყავს სამიდღის უკან ცხელი რძე გადაისხა ნიკაპზე და გულმკერდზე მხოლოდ თხელი კანი გადაძვრა პანთენოლის პრეის ვაშხურებ და კიდე მწვანე მალამოს მაგრამ ლორწოვანი უხდება კანი მალამოს წასმის შემდეგ შემდეგ შრება როგორ მოვიქცე მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
აუცილებელია ბავშვის დამწვრობის ხარისხი შეაფასოს სპეციალისტმა, ვინაიდან თქვენს მიერ აღწერილი ან აღქმული რეალობა, შესაძლოა სწორად არ ასახავდეს კლინიკურ სურათს.
გირჩევთ, ბავშვი მიიყვანოთ კონსულტაციაზე პედიატრთან. რომელიც მდგომარეობის შეფასების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, გასინჯვაში ჩართავს კომბუსტიოლოგს, ან თვითონ მოგცემთ რეკომენდაციებს შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით .
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს. ამიტომ, ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა