დერმოიდული კისტა - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა.ჩემს მეუღლეს ქონდა ბეწვის ჩაბრუნება კუდუსუნში.10 წლის წინ გაუკეთეს ოპერაცია.ეხლა პერიოდულად უსივდება, სკდება და აქვს ჩირქიანი გამონადენი.რამდენად საშიშია და დასჭირდება თუ არა ისევ ქირურგიული ჩარევა?
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. დერმოიდული კისტა, იგივე „ბეწვის ჩაბრუნება“ ეს არის თანდაყოლილი პათოლოგია, რომლის დროსაც ემბრიონული განვითარების პროცესში კუდუსუნის ნაკეცის არეში კანქვეშ რჩება ეპითელიუმით ამოფენილი არხი, რომელშიც შემდგომში შეიძლება ჩაიზარდოს ბეწვი, დაგროვდეს ცხიმოვანი ან საოფლე ჯირკვლების სეკრეტი, მოხდეს დაინფიცირება. ეს ანომალია საკმაოდ ხშირია.
როგორც მოგვითხრობთ, თქვენს მეუღლეს ჩატარებული აქვს ქირურგიული ოპერაცია, რომლის დროსაც მთლიანად იღებენ ეპითელურ არხს ირგვლივ მდებარე პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილებით, ინფილტრატებით და ფისტულებით.
მოგახსენებთ, რომ იშვიათად არის შემთხვევები, როდესაც ზედაპირულად მდებარე კისტის თავისთავად გახსნის შემდეგ პროცესი კონსერვირდება ხოლმე და ქირურგიული ჩარევა აღარ არის საჭირო.
თქვენი მეუღლის შემთხვევაში კი, ვფიქრობთ, რომ შესაძლოა პროცესი ხელახლა გამწვავდა, ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა