კითხვა: გამარჯობა. ვარ 51 წლის მაქვს პრობლემა იმის თაობაზე რომ ყკვე თითქმის 6 წელია მაგრამ არა ყოველთვის საკვებს რომ მივიღებ თითქოს ლუკმა არ ჩასულა .როგორ ავღწერო არ ვიცი ზუსტად მაპატიე რუსულად გამოვთქვამ აზრს ,,კაკ ბუდტო კომ ვ გორლე,, მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,

დისფაგია მყარი საკვების ან სითხის პირის ღრუდან კუჭისკენ გადაადგილების გართულებას, გაძნელებას ნიშნავს. ამ დარღვევას ხშირად თან ახლავს ყლაპვის დროს ტკივილის შეგრძნებაც (ოდინოფაგია). ზოგჯერ პაციენტს საერთოდ არ შეუძლია ყლაპვა.

ყლაპვის ცალკეული, ერთეული შემთხვევები შემაშფოთებელი არ არის. ასეთი რამ ადამიანს შესაძლოა მაშინაც დაემართოს, როცა სწრაფად ჭამს და სათანადოდ დაუმუშავებელ (დაუღეჭავ) მოზრდილ ლუკმებს ყლაპავს. ყლაპვის მუდმივი, განმეორებადი გაძნელება კი შესაძლოა სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობის ნიშანი იყოს.

ყლაპვასთან დაკავშირებული სირთულეების გამოწვევა უამრავ დაავადებას თუ პათოლოგიურ მდგომარეობას შეუძლია. ისეთი შემთხვევებიც არის, როდესაც დისფაგიის მიზეზის დადგენა ვერც კი ხერხდება.

ძირითადი მიზეზებია:

  • კარდიის ქალაზია;
  • საყლაპავის დიფუზური სპაზმი;
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსი;
  • ხახის კუნთოვანი კედლის პათოლოგია და ა.შ.

დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ, თუ რა იწვევს თქვენს შემთხვევაში ყლაპვის გართულებას, ამიტომ გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან კონსულტაციაზე .

თქვენ დაავადების ხასითის დასადგენად დაგჭირდებათ თავდაპირველად საკონტრასტო ნივთიერების დალევა და რენტგენოლოგიურ გამოკვლევა,ხოლო შემდეგ, შესაძლოა საჭირო გახდეს ენდოსკოპიური გამოკვლევა.

 გასტროსკოპია ( ენდოსკოპია) შეგიძლიათ  შეგიძლიათ ჩაიტაროთ ჩვენს კლინიკაში, აქციის ფარგლებში ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31394/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-srul-gastroskopiul-kvlevas

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის  ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა