ეთმოიდიტი, გლიოზი - ნევროლოგია

კითხვა: გთხოვთ იქნებ ამიხსნათ რას ნიშნავს გლიოზური კერები,ასევე რას ნიშნავს ეთმოიდიტი?გთხოვთ მომწეროთ
პასუხი:

მოგესალმებით,
გუშინ, 14:24 საათზე, უკვე მოგწერეთ განმარტება, ამიტომ გიპასუხებთ ანალოგიურად.
ეთმოიდიტი, ეს არის ცხავის ძვლის ( მდებარეობს ცხვირის ღრუს ზედა ნაწილში ) ლაბირინთის ლორწოვანი გარსის ანთება.
გლიოზი კი, თავის ტვინში მიმდინარე პროცესია, რომლის დროსაც დაზიანებული ნერვული ქსოვილის და მისი უჯრედების - ნეირონების ჩანაცვლება ხდება სხვა სტრუქტურით.
გლიოზის დიაგნოზი დგინდება მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევით.
დასაზუსტებელია, თუ რამ გამოიწვია ტვინის ქსოვილის დესტრუქცია, მიზეზებს შორის შეიძლება იყოს: გაფანტული სკლეროზი, ენცეფალიტი, ეპილეფსია, ჟანგბადოვანი შიმშილი, ტრავმა, ხანგრძლივად მიმდინარე ჰიპერტონია და სხვა. კონკრეტული დასკვნა ნევროლოგმა უნდა გააკეთოს.
ჩვენი წინა შემოთავაზება, ნევროლოგის უფასო კონსულტაციასთან დაკავშირებით, კვლავინდებურად ძალაშია.
შეგახსენებთ, რომ უფასო კონსულტაცია ტარდება ყოველ პარასკევს, აუცილბელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა