ფალოპის მილების ექსციზია - გინეკოლოგია

კითხვა: თუ შეიძლება გამარკვიოთ რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს მილების გადაკვანძვამ და გადაჭრამ.
პასუხი:

მოგესალმებით,
მილების გადაკვანძვასა და გადაჭრაში, სავარაუდოდ გულისხმობთ ფალოპის მილების ექსციზიას, რაც ქალის სტერილიზებას გულისხმობს.
ეს არის მილების გამავლობის ბლოკირება, რითიც ხელი შეეშლება კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შეხვედრას.
ეს მეთოდი ნებაყოფლობითი ქირურგიული კონტრაცეფციაა და ოჯახის დაგეგმვისათვის გამოიყენება, თუმცა მსურველმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ჩატარებული ოპერაცია, შედეგობრივად განიხილება როგორც სამუდამო, შეუქცევადი პროცესი, რაც ნიშნავს, რომ პაციენტს ბუნებრივი გზით შვილი აღარასოდეს ეყოლება.
სხვა მხრივ, აღნიშნული ქირურგიული ჩარევა – ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის.
ოპერაციასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექიმ ალეკო დიაკონიძესთან, უფასო საკონსულტაციო დღეებში, საშაბათს ან შაბათს. სადაც, უშუალო ვიზიტისას ბატონი ალეკო გიპასუხებთ თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავად.

უფასო კონსულტაციისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა