ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ტესტები - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა ვარ 18 წლის გავიკეთე ტეესჰაში მაქვს 2.47 ფტ4 მაქვს 1.15 იქნებ ამიხსნათ რა მდგომარეობაა?
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ თირეოტროპული ჰორმონი - TSH წარმოადგენს ჰორმონს, რომელიც მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის რეგულაციაში.
მისი ნორმის მაჩვენებელია 0,4-4,0 IU/ml.
ხოლო თავისუფალი თიროქსინის FT4 ნორმის მაჩვვენებელია – 12,0-22,0 pmol/l.
თუმცა, ამ მაჩვენებელთა ნორმები, ან ზომის ერთეულები, ამა თუ იმ კლინიკაში არსებული აპარატურის სპეციფიურობიდან გამომდინარე, შესაძლებელია იყოს განსხვავებული.
ამიტომ, უმჯობესია მიმართოთ იმ კლინიკის ენდოკრინოლოგს, სადაც ჩაიტარეთ ფუნქციური ტესტები.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ექიმი–ენდოკრინოლოგი შეკრებს ანამნეზს და ჩატარებული კვლევების მიხედვით, დაგინიშნავთ მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა