ფრჩხილის მოცილება ქირურგიულად - ქირურგია

კითხვა: ხელის ცერა თითზე საჭირო გახდა ფრჩხილის მოძრობა ქირურგიული ჩარევით. მესამე დღეს გადახვევაზე ექთანმა დაწებებული მარლა ელვის სისწრაფით ამაგლიჯა, ხელში ერთჯერადი ნემსი ეჭირა ( ახალი გახსნილი, რომლითაც პერეკისს ასხამდა თითზე) და შემთხვევით ჭრილობაში შეერჭო. გული ლამის წამივიდა, ჯერ ტამპონის უხეშად აცლისათვის, მეტე კიდევ ნემსის ჩხვლეტა... საშინელი ტკივილი მაქვს, გამაყუჩებელიც არ მშველის, როგორ მოვიქცე? რით შეიძლენა ტამპონი უმტკივნეულოდ რომ ავიძრო? წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი:

მოგესალმებით,
უმჯობესია კვლავ მიმართოთ მკურნალ ექიმს. პოსტოპერაციული გართულების მკურნალობა, მისი პრეროგატივაა.
დამოუკიდებლად ნუ ეცდებით სტერილური ბინტის მოხსნას, რადგან იქნება მტკივნეული და შესაძლოა, გამოიწვიოთ ჭრილობის დაინფიცირება.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან კონსულტაციაზე, სადაც ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი, გაგიწევთ დახმარებას.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა