გაკირული ლიმფური ჯირკვალი - პულმონოლოგია

კითხვა: გამარჯობა. მაინტერესებს ფილტვში გაკირული ლიმფური ჯირკვალი რას უნდა ნიშნავდეს?
პასუხი:

მოგესალმებით,
გაკირული ლიმფური ჯირკვალი“ იმას ნიშნავს, რომ ოდესღაც გადაგიტანიათ ლიმფადენიტი და თქვენი ორგანიზმი მას მორევია, რაზეც მიუთითებს ჩაკირული კვანძები. შესაძლოა ეს იყო მწვავე პნევმონიის, ან ბრონქიტის დროს.
ლიმფადენიტი ლიმფური კვანძების ანთებითი დაავადებაა. ის, ჩვეულებრივ, მეორეულია და ორგანიზმში მიმდინარე პირველადი ანთებითი პროცესის გართულებას წარმოადგენს. ლიმფადენიტს იწვევს სტრეპტოკოკები და სხვა პათოგენური მიკრობები.
საჭიროებთ თუ არა, ამ ეპაზე, რაიმე მკურნალობას ან დამატებით გამოკვლევებს, უნდა განსაზღვროს სპეციალისტმა.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად, კი შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ფთიზიატრთან კონსულტაციაზე.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშივრდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა