გასტრიტი, ყელის სიმშრალე - გასტროენტეროლოგია

კითხვა: მოგესალმებით .ვარ 35 წლის ბავშვობიდან მაწუხებდა კუჭნაწლავის პრობლემები .დილით მქონდა წვა სიცარიელის შეგრძნება .საკვების მიღების შემთხვევაში თითქოს მიწყნარდებოდა .არ მივსულვარ ექიმთან .რამოდენიმე თვის წინ დამეწყო სხვა სიმპტომი .გულმკერდის არეში მაქვს დაწევის შეგრძნება უცხო სხეულის შეგრძნება .ვი ყავი ექიმთან გავიკეთე ენდოსკოპია .დამიდგინეს ქრონიკული გასტრიტი ეროზიები და ა.შ.ვიმკურნალე 20 დღე .არ მიშველა .მაქვს აგრეთვე კვანძი 4მ.ფარისებრზე .ამჟამად უფრო გამირთულდა მდგომარეობა .სიმძიმეს დაემატა ყელის სიმშრალე თითქოს სული მძვრება და მაქვს მოხრჩობის შეგრძნება .გადადის ზეწოლა მარცხენა მხარეს .შეიძლება ეს სიმპტონები ფარისებრის ან სხვა პრობლემები იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, გაღიზიანება ან ეროზიაა. ის არის არა ერთი კონკრეტული დაავადება, არამედ გარკვეულ ვითარებათა ჯგუფი, რომელიც კუჭთან დაკავშირებული პრობლემებით და სიმპტომებით ვლინდება. ეს პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს: კუჭში მჟავიანობა თანდათანობით ქვეითდება, თორმეტგოჯა ნაწლავში კი იმატებს. ამის ფონზე, მიკრობები გამრავლებას იწყებენ ნაწლავებში, შემდეგ კი თანდათანობით გადმოინაცვლებენ თორმეტგოჯა ნაწლავსა და კუჭში.
თქვენს შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ გასტრიტს თან დაერთვის ეროზიები, ვფიქრობთ, უმჯობესია კვლევა ჩაიტაროთ ჰელიკობაქტერიაზე, რადგან, პილორუსის ჰელიკობაქტერია მიკრობია, რომელიც, ყველაზე ხშირად იწვევს გასტრიტს. მას შეუძლია, როგორც მწვავე, ისე ქრონიკული გასტრიტი გამოიწვიოს. ინფიცირება, წესისამებრ, ბავშვობაში ხდება, თუმცა შესაძლოა, ინფიცირებული მთელი ცხოვრება არაფერმა შეაწუხოს.
რაც შეეხება ყელის სიმშრალეს, მისი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია;
  • არასაკმარისი სითხის მიღება დღის განმავლობაში;
  • ვიტამინების ნაკლებობა;
  • თამბაქო.

სასურველია, კვანძზე დაკვირვება დინამიკაში და გადაკონტროლება, ხომ არ მოიმატა ზომაში.
ამიტომ, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ფარისებრი ჯირკვლის კვლევებზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-60-larad-/31342

გასტრიტის შემთხვევაში კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მაღალკვალიფიციური ექიმი–გასტროენტეროლოგი, ქალბატონი ეკა ზალიკიანი გაგიწევთ დახმარებას.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია, თან იქონიოთ კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების პასუხები.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა