გასტროენტეროლოგიური პათოლოგია - სკრინინგი

კითხვა: გამარჯობა. ჩემი დიაგნოზია: დისტალური ეზოფაგიტი K 20,კარდიის უკმარისობა.Iხ.,გასტრიტი ანტრალური ნაწილის ატროფიით K29,4. ნაღვლის ბუშტის კონგრემენტი ქოლეცისტიტით K80,1.მეტეორიზმი. ჰელიკობაქტერია დადებითი 11. ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაწყებიდან დამეწყო ტკივილი კუჭის თავთან. შებერილობა,არითმია და სუნთქვის გაძნელება , უძილობა აუტანელი ტკივილის გამო, ენის"დახეთქვა", გულძმარვა, ბოყინი. 4 დღის შემდეგ შევწყვიტე ანტიბიოტიკების მიღება. ტკივილი კუჭის მიდამოებში და პულსაციიც შეგრძნება ისევ მაქვს .ზოგჯერ გაძნელებული ამოსუნთქვაც.მუცელი მუდმივად შებერილი და მაგარი. კუჭის მოქმედება ყოველდღიურად.მირჩიეთ როგორ მოვიქცე,ვის მივმართო.5 ღამეა თითქმის არ მძინავს.ტკივილი ძლიერდება დაწოლისას და სიარულის დროს.მადლობა წინასწარ!
პასუხი:


მოგესალმებით,
თქვენს მიერ ჩამოთვლილთაგან თითქმის ყველა მიეკუთვნება გასტროენტეროლოგიურ პათოლოგიებს.
ენის „დახეთქვა", გულძმარვა, ბოყინი – ამ ყველაფერს შესაძლოა, იწვევდეს კარდიის უკმარისობა, რის გამოც სფინქტერი ვერ ხურავს ხვრელს და კუჭის შიგთავსი საყლაპავში გადადის.
აუცილებელია, მიმართოთ მკურნალ ექიმს რათა მოგეცეთ რეკომენდაცია მკურნალობის შესახებ.
თავი აარიდეთ დამოუკიდებლად მკურნალობას, ამით მხოლოდ მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევთ!
კუჭის მიდამოში პულსაციას იწვევს მუცლის აორტა. სიმპტომთა კომპლექსის გათვალისწინებით სასურველია, გამოირიცხოს მუცლის აორტის ანევრიზმის არსებობა, რომელიც წარმოადგენს აორტის კედლის დეფექტს, რის შედეგადაც აორტა იბერება და იღებს ტომრის ფორმას, თუმცა მის გარეშეც, გამხდარ ადამიანებში აორტის პულსაციის შემჩნევა, ჩვეულებრივი მოვლენაა.
მაგრამ თუ თქვენ არ ხართ გამხდარი და თხელი მუცლის მქონე პირი, მაშინ აჯობებს, დროულად ჩატარდეს დიაგნოზის დამადასტურებელი კვლევა და შესაბამისი მკურნალობა, რათა თავიდან აიცილოთ სიცოცხლისთვის საშიში მოვლენების განვითარება.
კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზოთ – მუცლის აორტის ანევრიზმის სკრინინგი, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/31531/muclis-aortis-anevrizma-%E2%80%93-gtavazobt-muclis-aortis-anevrizmis-skrinings

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა