გინეკომასტია - მამოლოგია

კითხვა: გამარჯობა, ვფიქრობ რომ მაქვს გინეკომასტია... მაინტერესებს რა დაჯდება სარძევე ჯირკვლების ეკოსქოპიური კვლევა და ენდოკრინოლოგთან ვიზიტი
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს, გინეკომასტია არის მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება, რაც გამოწვეულია ჰორმონული შემადგენლობის დარღვევით.
უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩაიტარდეს სარძევე ჯირკვლების ექოსკოპიური კვლევა, რათა დადგინდეს, მართლაც ჯირკვლის ქსოვილია ჭარბად განვითარებული თუ უბრალოდ ცხიმის ფენაა დაგროვილი. თუ ცხიმია დაგროვილი მაშინ ოპერაცია კეთდება პლასტიკური ქირურგიის მეთოდებით, ხოლო, თუ სარძევე ჯირკვლის ქსოვილია გადიდებული,მაშინ აუცილებელია მამოლოგის ჩართულობა.
ჩვენი კლინიკის „ახალი სიცოცხლე“ აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ მამოლოგის კონსულტაცია + სარძევე ჯირკვლების ექოსკოპიური კვლევა ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31367/mamologis-konsultacia-da-sardzeve-jirkvlebis-eqoskopiuri-kvleva

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა