ჰაერის უკმარისობა - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა. ჰაერის უკმარისობა მაწუხებს 2 კვირაა. ყოველდღე არა კვირაში 2-3 ჯერ პირიც მიშრება მაგ დღეებში. ჰაერის ჩასუნთქვის დროს გულის კუმშვასავით ვგრძნობ. ჰაერის უკმარისობისას ცუდათ ვხდები ფერს ვკარგავ და ნახევრად გათიშული დავდივარ ცუდათ მხდის. და შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი? ნერვოზი არ მაქვს. ერთი ისარის, რომ კუჭი მაწუხებს სხვას არაფერს ვუჩივოდი აქამდე
პასუხი:

მოგესალმებით,

გულის ტკივილის მიზეზი, განურჩევლად სქესისა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებაც შეიძლება იყოს. გულის არეში ტკივილს ყველაზე ხშირად საყლაპავის პათოლოგიები (მაგალითად, დიაფრაგმის საყლაპავი მილის ხვრელის თიაქარი) იწვევს. გარდა ამისა, უნდა ვახსენოთ საყლაპავის სპაზმი (მტკივნეული შეკუმშვა), თვითგახეთქვა, რეფლუქსური დაავადება, როდესაც კუჭიდან მჟავე შიგთავსი საყლაპავში აიტყორცნება და წვისა და ტკივილის შეგრძნებას გვგვრის.

შედარებით საყურადღებო დაავადებებია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის (ანუ კუჭუკანა ჯირკვლის) ანთება გამწვავების ფაზაში. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ტკივილის კავშირი არასწორ კვებასთან.

გულის არეში სასუნთქი სისტემის დაავადებებით განპირობებულ ტკივილს თან ახლავს, ქოშინი, ჰაერის უკმარისობა.

გირჩევთ მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან  კონსულტაციაზე, თუ გამოირიცხება კუჭ–ნაწლავის ტრაქტის  პათოლოგიები, მკურნალობაში ჩაერთვება კარდიოლოგი.

გირჩევთ, დამოუკიდებლად მედიკამენტების მიღებას თავი აარიდოთ.

ასევე, შემოგთავაზებთ, კლინიკის აქციის ფარგლებში, კარდიოლოგიურ კვლევაზე ფასდაკლებას, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა