კითხვა: გამარჯობა. ერთი კითხვა მაქვს. ალკოჰოლის დალევის შემდგეგ ხშირ შემთხვევაში მაღებინებს ბოდიშით ამ სიტყვაზე და სისხლიანი დაკორძებული რაღაც ამომდის. ხშირ შემთხვევაში თუ ბევრი მომივა დალევაა. ვერ მეტყვით რისი ბრალია ზონდი გავიკეთე რაღაც წამლები დამინიშნეს მაგრამ არ მიშველა ამისწინ კიდე დალევის შემდეგ კუჭი მთელი ღამე მაგრათ მტკიოდა . ვერ გამცემთ პასუხს? ვარ 27 წლის. მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
შევეცდებით, მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
სისხლიან ღებინებას, სამედიცინო ენაზე ჰემატემეზი ეწოდება. ამ დროს პათოლოგიური პროცესი უმეტესად საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა სეგმენტშია ლოკალიზებული, მაგალითად:

  • პირის ღრუ;
  • ხახა;
  • საყლაპავი მილი;
  • კუჭი და თორმეტგოჯა ნაწლავი.

ამონაღები სისხლი კი, ნებისმიერი ამ ორგანოს პრობლემაზე მიუთითებს.
სისხლიანი ღებინების მიზეზთა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ყველაზე ხშირ მიზეზებს მიეკუთვნება:

  • კუჭის წყლული;
  • გასტრიტი და ა.შ.

სისხლდენა ვითარდება მაშინ, როცა წყლულის ან ანთებითი პროცესის გამო, ზიანდება არტერია.
თქვენს შემთხვევაში, ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია შემდეგი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები:

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევა;
  • სისხლის შედედების სისტემის გამოკვლევა;
  • ღვიძლის ფუნქციების განსაზღვრა.

ასევე, სასურველია, რომ განმეორებით ჩატარდეს გასტროსკოპია , როგორც დიაგნოსტირების ,ასევე კუჭის შიგთავსის სანირების მიზნით.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც დახმარებას გაგიწევთ მაღლკვალიფიციური ექიმი–სპეციალისტი ეკა ზალიკიანი.
გასტროსკოპიით განმეორებითი კვლევის საჭიროების შემთხვევაში კი, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ აღნიშნულ კვლევაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა