ჰერპესი, პლაზმაფერეზი - ჰემატოლოგია

კითხვა: გამარჯობა,რამდენად შესაძლებელია ქრონიკული ჰერპესის მოშორება სისხლის გაწმენდით და თქვენ კლინიკაში თუ ხდება სისხლის გაწმენდა?
პასუხი:

მოგესალმებით,
ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მარტივი ჰერპესის ვირუსის შესახებ უნდა ვიცოდეთ, ის არის, რომ ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი მას აღარასოდეს ტოვებს, პირველი გამოვლენის შემდეგ კანის უჯრედებიდან ნერვულისკენ გადაინაცვლებს და სამუდამოდ რჩება მათში. ამ დროს ამბობენ, რომ ვირუსი ლატენტურ ანუ ძილის ფაზაში გადავიდა.
რაც შეეხება სისხლის გაწმენდას, პლაზმაფერეზს – მავნე ნივთიერებებისგან ორგანიზმის გათავისუფლების, დეზინტოქსიკაციის და ორგანიზმის გამაჯანსაღებელი მეთოდია, რომელიც გამოიყენება 200-ზე მეტი დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით.
დიახ, ჩვენს კლინიკაში გვაქვს პლაზმოფერეზის მეთოდი, დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდით ჩვენი კლინიკის ექიმს, ქალბატონ მარინა ღუდუშაურს, ნომერზე 577 32 77 82.
ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა