ჰიპერპროლაქტინემია - ენდოკრინოლოგია

კითხვა: მაქვს პროლაქტინი 26,მანამდე 40 და 30 მქონდა,ვსვსვდი დოსტინექსს,პრობლემა გამომივლინდა გამონაყარით ნიკაპზე,დოსტინექსი მომიხსნა ექიმმა და გამონაყარი ცოტა კიდევ მაქვს,შეიძლება რომ არ ალაგდეს გამონაყარი,თუ კიდევ გავიკეთო ანალიზი და გადავამოწმო დონე.
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს ჰიპერპროლაქტინემიასთან დაკავშირებით.
რაკი, ექიმმა შეგიწყვიტათ დოსტინექსი, რის შემდეგაც შემცირდა გამონაყარი, სასურველია, ცოტა ხანი კიდევ დაელოდოთ მის ბოლომდე ალაგებას.
თუმცა უმჯობესია, ლაბორატორიული კვლევის ჩატარებაზე რეკომენდაცია, თქვენმა მკურნალმა ექიმმა მოგცეთ.
შესაბამისად გირჩევთ, აღნიშნული კითხვით მიმართოთ მას.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა