ხერხემლის პათოლოგია - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა. თეძოს და მხრის სსხსარი და მთლიანად ზურგის არე დაჭიმული მაქვს მოძრაობას მიზღუდავს რა ვიღონო მირჩიეთ.მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით, 

რთულია დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა, თუმცა, შესაძლებელია თქვენი სიმპტომების გამომწვევი მიზეზი იყოს ხერხემლის პათოლოგია, შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.

სკოლიოზი –  ხერხემლის სვეტის გამრუდება, საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს კუნთოვანი მასის განვითარების სისუსტით. ხერხემლის სკოლიოზი ხშირად გვხვდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ნერვული სისტემის შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაზიანებების დროს. სკოლიოზმა შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება. ასევე, ასიმეტრიის ზრდა, ოსტეოქონდროზი, თიაქარი და ყველაზე არასასიამოვნო კოსმეტიკური დეფექტის – კუზის განვითარება.

ასევე, შესაძლოა ჩივილების მიზეზი იყოს  პოლიართრიტი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე სახსრის ანთებაა, ეს შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ისე გამოწვეული სხვა მიზეზებით – ტრავმები, იმუნური და მეტაბოლური დარღვევები, რის შედეგადაც ვლინდება ტკივილი, დისფუნქცია, შეშუპება სახსრებში და ა.შ.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო  კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს.

ექიმი  შეკრებს ანამნეზს, ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, ხოლო ამის შემდეგ დასვამს დიაგნოზს და შეგირჩევთ მკურნალობის მეთოდს.

ვიზიტისას, თუ გამოიკვეთება  მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროება, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა