ხერხემლის პათოლოგიები - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა მე მაწუხებს ხერხემლის თიაქარი მაქვს 4; 5 მალა 9 მილიმეტრით დაშორებული და თიაქარი დამეწყო ტკივილები წელი და ფეხების ძლიერი ტკივილი მაქვს ოპერაციის მეშინია და მაქვს ცოტა მეტი წონა მირჩიეთ როგორ მოვიქცე?
პასუხი:

მოგესალმებით!
როგორც მოგვითხრობთ, გაწუხებთ ხერხემალი, რა თქმა უნდა დისტანციურად ზუსტ დიაგნოზს ვერ დაგისვამთ, მაგრამ, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს, ხერხემლის, გავა–წელის მიდამოს ოსტეოქონდროზის თიაქრულ ფორმებთან.

ხერხემლის ოსტეოქონდროზი

არის, ხერხემლის დისტროფიული პათოლოგიური პროცესი, რომელიც იწყება მალთაშუა დისკებიდან და შემდეგ აზიანებს ხერხემლის სხვა ნაწილებს. ხერხემლის ოსტეოქონდროზის დროს, უპირველეს ყოვლისა, ზიანდება კისრისა და წელის ნაწილები, რადგანაც ისინი ყველაზე გადატვირთულია.
რიგ შემთხვევებში ხერხემლის ოსტეოქონდროზი კლინიკურად ვლინდება სხავდასხვანაირი ნევროლოგიური აშლილობებით.
ხოლო როდესაც , მალთაშუა დისკით, ნერვული ფესვია კომპრესირებული, შეიძლება გამოიწვიოს:

  • ტკივილი;
  • მგრძნობელობის დარღვევები;
  • კუნთოვანი სისუსტე.

რაც შეეხება მკურნალობას, მისი მეთოდის დაგეგმვა სპეციალისტის პრეროგატივაა, ხოლო სამკურნალო ქმედებების დანიშვნამდე, აუცილებლად გასათვალისწინებელია თუ რამდენად მძიმეა ფეხსა და წელში ტკივილის გამოვლინება და მიზეზები.
მდგომაორების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, გირჩევთ, დროულად მიმართოთ ექიმს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ, ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეაფასებს ზოგად მდგომარეობას და საჭირო გამოკვლევების შემდეგ, დაგინიშნავთ კონსერვატიულ ან ქირურგიულ მკურნალობას. ვიზიტისას შესაძლოა მკურნალობაში ჩაერთოს ნეიროქირურგი.
გაცნობებთ, რომ ნევროლოგთან და ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაციის დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა