კიდურების დაგრძელება - ესთეტიკური მედიცინა

კითხვა: ანუ მაიინიტერესებს სიმაღლეში ზრდის ოპერაცია თუ არის თქვენთან ვარ 18 წლის და დახურულიმაქვს ზრდის ზონები
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ჩვენს კლინიკაში კიდურების დაგრძელება ტარდება სამედიცინო ჩვენებით მაშინ, როდესაც პაციენტს აქვს კიდურების თანდაყოლილი ან შეძენილი დეფექტი.
ასეთ დროს უპირატესად საჭიროა ერთმხრივი ან კიდურის რომელიმე ფრაგმენტის დაგრძელება.
ქვედა კიდურების დაგრძელება ხშირად კოსმეტიკური თვალსაზრისითაც კეთდება, ანუ სიმაღლეში ზრდის მიზნით. თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში კიდურების დაგრძელდება უპირატესად სამედიცინო ჩვენების საფუძველზე ხდება, რაიმე პათოლოგიის შემთხვევაში.
ქირურგიული ჩარევა ხდება ელიზაროვის კომპრესიულ-დისტრაქციული აპარატით:

  • ჩხირებით;
  • ღეროებით;
  • ჩხირებით და ღეროებით ერთდროულად.

აპარატის არჩევა ხდება შეთანხმებით.
თუმცა, ჩვენს კლინიკაში, ამ ეტაპზე, ასეთი ტიპის ოპერაციები არ ტარდება და შესაბამისად რაიმე რჩევას ამ მიმართულებით ვერ შემოგთავაზებთ.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა