კიდურის პროთეზირება - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა. ჩემს უახლოვეს ადამიანს მოკვეთეს მარცხენა ფეხი ერთი კვირაა უკვე. მაინტერესებს ფეხის პროტეზი რამდენ ხანში შეიძლება გაუკეთდეს ან რა პროცედურები უნდა გაიაროს სანამ პროტეზირება მოხდება? მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
პროთეზირების მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სრული ინტეგრაცია საზოგადოებაში.
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამპუტაციის მიზეზს. უმჯობესია, პროთეზირება მას შემდეგ ჩატარდეს, რაც ნაკერი შეხორცდება, შეწყდება გამონადენი, აღარ იქნება დატვირთვის შემდეგ ჭრილობის გახსნის საშიშროება. ამას დაახლოებით 3-4 კვირა სჭირდება.
პროთეზებს ამზადებენ სპირიდონ კედიას ქუჩაზე არსებულ საწარმოში, ეს ქუჩა მდებარეობს, ა.წერეთლის და თევდორე მღვდლის ქუჩის გადაკვეთაზე, დიდუბის ეკლესიის და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მიმდებარედ.
უმჯობესია, საკითხები დააზუსტოთ ადგილზე, უშუალოდ პროთეზირების შემსრულებელ ორგანიზაციაში.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა