ლეიკოციტების შემცირება - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა .გთხოვთ მიპასუხოთ.ლეიკოციტი 3 წლის ბავშვისთვის 3.5 საშიშია? ნორმა(5-10)
პასუხი:

მოგესალმებით,
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირებას (სისხლის თეთრი სხეულაკები) პერიფერიულ სისხლში, ლეიკოპენია ეწოდება.
ბავშვს დასჭირდება დამატებითი ლაბორატორიული კვლევები მიზეზის დასადგენად, რის შემდეგაც ლეიკოციტების ნაკლებობა და ტესტის სხვა პასუხები, ერთად , შესაძლოა, კონკრეტულ დაავადებაზე მიუთითებდეს, ამის შემდეგ კი, დასჭირდება მიზანმიმართული თერაპია. ამისთვის უნდა მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ჰემატოლოგს.
მართალია, ჩვენი მრავალპროფილური კლინიკის ფარგლებში არსებული მძლავრი და მასშტაბური ჰემატოლოგიური დეპარტამენტი, თავისი მრავალრიცხოვანი და პროფესიული კადრით, პრაქტიკულად ექსკლუზიურია თავისი შესაძლებლობების მიხედვით, თუმცა „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა