მაგნიტურ–რეზონანსული კვლევა

კითხვა: მოგესალმებით თოდუას კლინიკაში ვიკეთებ ხოლმე მრტ ტესლა სამით რამდენად გამომადგება თქვენი მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია ჩემი პრობლემებისთვის ვარაუდობენ გაფანტულ სკლეროზს არ ვარ ჩართული კვლევებში და შესაბამისად საკმაოთ ძვირი მიჯდება თავისა და ზურგისტვი ის გადაღება. რა სიმძლავრის აპარატზეა საუბარი თქვენს განცხადებაში
პასუხი:

გამარჯობა! ჩვენს კლინიკაში მაგნიტურ–რეზონანსული აპარატის სიმძლავრე არის 1.5. რომელიც გამოიყენება რუტინული და რიგი კვლევებისათვის.  3,0 და 1,5 ტესლა სიმძლავრის მქონე აპარატურას თუ შევადარებთ , შეგვიძლია მოგახსენოთ ,  რომ დიდად   არსებითი განსხვავება არ არის.  თუმცა უშუალოდ 3 ტესლა სიმძლავრეს იყენებებ,როდესაც არის სიმსივნური პათოლოგიების  წინასაოპერაციო პერიოდი და კვლევა ტარდება ნეიროქირურგის მოთხოვნით . ჩვენს კლინიკაში მიმდინარეობს აქციები,რომლის ფარგლებში თავის ტვინისა და მთლიანი ხერხემლის მაგნიტურ– რეზონანსული კვლევა შეგიძლიათ ჩაიტაროთ ფასდაკლებით. თავის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია და ნევროლოგის კონსულტაცია აქციის ფარგლებში ღირს 250 ლარი. ხოლო მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია და ნეიროქირურგის კონსულტაცია ღირს 270 ლარი. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე – 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას! 

გამოაგზავნეთ შეკითხვა