მეხსიერების დაქვეითება - ენდოკრინოლოგია

კითხვა: მოგესალმებით. ადრე მაწუხებდა ჩიყვი. 2012 წელს გავიკეთე მეორე ოპერაცია თიროიდექტომია, სრული ამოკვეთა. ვაგრზელებდი მედიკამენტების მიღებას. დილით უზმოზე ეუთიროქსი. ბოლო ეს ერთი წელია ვეღარ მივაკითხე ექიმს კონტროლზე სცვადასხვა მიზეზების გამო. მაგრამ წამლის დალევა არ შემიწყვეტია. ვატყობ ცოტა შფოთვებს დილით ახალ გაღვიძებულზე და ასევე მახსოვრობა დამიქვეითდა. როგორ მოვიქცე?
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, მეხსიერება ურთულესი ფენომენია. მისი განსხვავებული ფორმების რეალიზაციაში განსხვავებული ნერვული სტრუქტურები და მექანიზმები მონაწილეობენ, ამიტომ დისტანციურად რთულია ზუსტი დიაგნოზის დასმა, რადგან, მეხსიერების დაქვეითება ყოველთვის ასაკობრივი ცვლილებების მიზეზით არ ხდება.
დიაგნოსტირებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მეხსიერების დაქვეითების ტემპს, თანმხლებ პათოლოგიებს, სიტუაციას, რომელშიც მოხდა მეხსიერების დაქვეითება და ა.შ. თუკი პათოლოგიური პროცესი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ჩამოყალიბდა, მდგომარეობა საყურადღებოა.
მოგცემთ რამდენიმე რჩევას რეკომენდაციის სახით:
მოიწესრიგეთ ძილი;გაითვალისწინეთ დღე-ღამის ბიოლოგიური რიტმის მნიშვნელობაც. უნდა იძინოთ ღამით და არ უნდა ათენოთ ღამეები იმ იმედით, რომ დღისით გამოიძინებთ, მაქსიმალურად დაიტვირთეთ ფიზიკურად - ფიზიკური დატვირთვის დროს ტვინი უკეთ მარაგდება სისხლითა და ჟანგბადით. ყურადღება მიაქციეთ კვებას - მეხსიერებისა და საზოგადოდ, თავის ტვინის ნორმალური მუშაობისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს სრულფასოვან კვებას - ამინომჟავების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების სათანადო რაოდენობას.
აუცილებელია, მკურნალობის შეწყვეტის რეკომენდაციისათვის მიმართოთ ან დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს. იგივეს გირჩევთ თქვენი შვილის შემთხვევაშიც.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე.
რაც შეეხება მეხსიერების დაქვეითებას, ამ შემთხვევაში, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნევროლოგის კონსულტაცია + ნეიროფსიქოლოგიური ტესტირება, ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/tu-gawukhebt-mekhsierebastan-dakavshirebuli-problemebi/31584

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა