კითხვა: გამარჯობა. რამდენიმე დღის წინ მოგწერეთ რო მქონდა მხედველობის გაორება სამი დღის წინ ვიყავი ექიმთან გავიკეთე ნეირომიოგრაფია და დამისვეს დიაგნოზი მიასთენია ოკულური ფორმა და დამინიშნეს კალიმინი მაინტერესებს თუ შეიძლება რას ნიშნავს ოკულური ფორმა და განკურნებას თუ ექვემდებარება მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
მიასთენია ეს არის აუტოიმუნური ხასიათის ნერვულ-კუნთოვანი დაავადება, რომელსაც ახასიათებს კუნთების პათოლოგიური სისუსტე.
რაც შეეხება ოკულურს, ნიშნავს დაავადების თვალის მიდამოში გამოხატვას. ზოგადად მიასთენია შესაძლოა, გამოვლინდეს, სხვადახვა პათოლოგიად, როგორიცაა:

  • კუნთის სისუსტე კიდურებში;
  • მეტყველების გართულება;
  • ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება და ა.შ.

თქვენს შემთხვევაში, რაკი გამოიხატა ოფთალმოლოგიურ პათოლოგიად და გაქვთ მხედველობის გაორება, დიაგნოზიც შესაბამისია – მიასთენია, ოკულური ფორმა.
დაავადება არ იკურნება, მაგრამ შესაბამისი მკურნალობის ჩატარების შემდეგ, პაციენტების უმეტესობას დაავადების თანმდევი სიმპტომები და ნიშნები უმსუბუქდებათ.
გირჩევთ, მიჰყვეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა