კითხვა: 15 წლის ასაკში ვერ ვიტან ხმაურს, სხვადასხვა ხმებს, მაგ: ღეჭვას, კალმის წკაპუნს, ჭურჭლის ბრახაბრუხს. ინტერნეტიდან გამოკითხული ინფორმაციით ვფიქრობ , რომ ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული ნერვოლოგიურ დისფუნქციასთან (მისოფონია). ვის მივმართო სამკურნალოდ?
პასუხი:

მოგესალმებით,
ზუსტი დიაგნოსტირება რა თქმა უნდა, მიმოწერის რეჟიმში შეუძლებელია. თუმცა, შესაძლოა თქვენი გაღიზიანებადობა, მართალაც უკავშირდებოდეს მისოფონიას, რომელიც დაკავშირებულია ნევროლოგიურ დისფუნქციასთან და წარმოადგენს ძლიერ ნეგატიურ რეაქციას გარკვეული ხმის მიმართ, როგორებიცაა ღეჭვა, სუნთქვა და ა.შ.
შესაბამისად, უმჯობესია ამ ჩივილებით მიმართოთ ნევროლოგს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, აღნიშნულ სპეციალისტთან კონსულტაციაზე, სადაც ექიმი შეკრებს ანამნეზს და მდგომარეობის ობიექტური შეფასების შემდეგ, დაგინიშნავთ მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა