კითხვა: გამარჯობა, 10 წლის გოგომ მოიტეხა ხემი ორ ადგილას. თანდათანობით უსივდება ხელი და რატომ ან როგორ მოვიქცეთ?
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, მოტეხილობა არის ძვლის მთლიანობის დარღვევა, რასაც მასზე მოქმედი ძალა იწვევს. ამ დროს ზიანდება არა მარტო ძვალი, არამედ მის ირგვლივ მდებარე რბილი ქსოვილებიც: კუნთები, ფასცია, მყესი, სისხლძარღვები, ნერვები და სხვა.
მოტეხილობის დროს ტრავმირებულ არეში აღინიშნება ტკივილი, შეშუპება, დეფორმაცია და არაბუნებრივ ადგილას მოძრაობა.
ტკივილი ძვლის მოტეხვისთანავე იწყება. იგი ძლიერია, თუ მოტეხილობას თან სდევს ნერვის დაზიანება, მასზე ზეწოლა ან მოტეხილი ძვალი ბასრი ბოლოთი აწვება რბილ ქსოვილებს. ტკივილი ძლიერდება ნებისმიერი მოძრაობის დროს, მოსვენებისას კი მცირდება.
მოტეხილობის ხასიათსა და სახეობას რენტგენოგრაფიული კვლევით ადგენენ. სახსარშიგა მოტეხილობის დროს ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად და ოპერაციის ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით მიმართავენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას.
თქვენი მონათხრობიდან არ ჩანს გყავდათ თუ არა ბავშვი სპეციალისტთან და თუ ბავშვი ექიმის მიერ არ არის გასინჯული ,სასწრაფოდ განახორციელეთ ეს ვიზიტი , თვითმკურნალობა ყოვლად დაუშვებელია .
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ტრავმატოლოგს, "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა