მრავალკვანძოვანი ჩიყვი - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გავიკეთე ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია. მაქვს მრავალკვანძოვანი ჩიყვი. Tsh, anti tg, ნორმაში. კვანძების ზომა არ იმატებს. ეხლა ბოლოს ექოსკოპია გავიკეთე ივნისში, კვანძის კიდეები უსწორმასწორო, ჰიპერვასკულარული. კვანძის ზომებია 9მმ,7მმ,5მმ.საჭიროა თუ არა ქირურგიული ჩარევა. კვანძების მდგომარეობა რამდენად საშიშია
პასუხი:

მოგესალმებით,
კვანძოვანი ჩიყვი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას მსოფლიოში. ეს სერიოზული დაავადებაა, რადგან კვანძის ქსოვილი არ ემორჩილება ორგანიზმის რეგულაციურ გავლენას. ფარისებრი ჯირკვლის კვანძად მიიჩნევა ჯირკვლის შემოსაზღვრული უბნის მოცულობითი ცვლილება, რომელიც აგებულებით ჯანმრთელი ქსოვილისგან განსხვავდება.
მრავალკვანძოვანი ჩიყვის ექოსკოპიურ დადასტურებას დამოუკიდებელი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა არ გააჩნია, ის მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის აღწერილობას გვაძლევს.
კვანძოვან ჩიყვს მრავალფეროვანი კლინიკური სურათი არ ახასიათებს. ერთადერთი, იოდის დეფიციტის დროს შეიძლება ჩამოყალიბდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ავტონომია, რაც თირეოტოქსიკოზის განვითარებამდე მიგვიყვანს.
მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციას, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ კონსულტაცია გაიაროთ ჩვენი კლინიკის ენდოკრინოლოგთან.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
მონაცემთა შეჯერების შემდეგ კი, შესაძლებელია გაგცეთ ამომწურავი პასუხი, მკურნალობის მეთოდთან დაკავშირებით.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა