მშობიარობა მიოპიის დროს - ორსულობა

კითხვა: გამარჯობა პატივცემულო ექიმო მაქ თვალის ბადურა გათხელებული და სამი წლის წინ გავიკეთე ლაზერული ოპერაცია მქონდა მიოპია. მიოპია, მკურნალმა ექიმა მითხრა რომ ჩემი მშობიარობა არ შეიძლებოდა მხოლოდ საკეისროთი უნდა გამეჩინა ეხლა ვარ ორსულად და რომ ვკითხე ჩემ ოფთალმოლოგს მითხრა შეიძლება მშობიარობა საკეისრო კვეთა არ არის აუციელებელი ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ თვალზე პრობლემები ხოარ შემექმნება მშობიარობისას თუ საკეისრო აუცილებელი იქნება? დიდი მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
მიოპია ანუ ახლომხედველობა რეფრაქციის ისეთი სახეა, როცა ახლომხედველი ახლომდებარე საგნებს გარკვევით, მკაფიოდ ხედავს, დაშორებულს კი ბუნდოვნად.
მაღალი ხარისხის პროგრესირებადი მიოპიის დროს, როცა თვალის კაკალი გრძელია, შესაძლებელია თვალის სტრუქტურებში განვითარდეს სერიოზული პათოლოგიური ცვლილებები, რაც ზოგ შემთხვევაში ხდება მხედველობის ძლიერი დაქვეითების მიზეზი.
მიოპიის ერთ–ერთ გართულებას წარმოადგენს, თქვენს მიერ აღნიშნული ბადურა გარსის ნახეთქები და ჩამოცლა.
პათოლოგიური ცვლილებების განვითარების თავიდან აცილების მიზნით, პაციენტებს ეკრძალებათ სიმძიმეების აწევა, ტრავმული სპორტით დაკავება, ბუნებრივი გზით მშობიარობა.
იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით როგორია თქვენი ზოგადი მდგომარეობა, კონკრეტულ შემთხვევაზე პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
მიჰყევით თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციას, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ჩაგიტარდებათ საჭირო კლინიკური პირველადი კვლევები, სპეციალისტი ინსტრუმენტულად დაათვალიერებს თვალს, ფსკერს და გიპასუხებთ თქვენთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე ამომწურავად.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა