ორი საშვილოსნო - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობათ მესაჭიროება გენოკოლოგის რჩევა.... თუ შეიძლება ორ საშვილოსნიან ქალს შვილი გაუჩდეს და რამდენად შესაძლებელია უოპერაციოთ.გთხოვთ დამეხმარეთ.....
პასუხი:

მოგესალმებით!
რთულია დისტანციურად ზუსტად გიპასუხოთ, თუმცა ვეცდებით ზოგადი ინფორმაცია მოგაწოდოთ.
შემთხვევის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში რომ, სტატისტიკურად მსგავსი შემთხვევა აღწერილია 50 მილიონი ქალბატონიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში. მან შეიძლება განაპირობოს:

  • თვითნებური აბორტი;
  • ადრეული მშობიარობა;
  • ნაყოფის არასწორი მდებარეობა;
  • მშობიარობის შემდგომი სისხლდენები.

ასევე შეიძლება იყოს უშვილობის ან გარე ორსულობის მიზეზი. უფრო გავრცელებულია საშვილოსნოსა და საშოს კომბინირებული ანომალიები:

  • საშვილოსნოს განუვითარებლობა;
  • ორი საშვილოსნოს და ორი საშოს არსებობა;
  • ორრქიანი საშვილოსნო;
  • საშვილოსნოს გაორება რომლის დროსაც მეორე საშვილოსნო არის დანამატი.

რამდენად შეუშლის ხელს თქვენს შვილოსნობას, ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა ექიმის პრეროგატივაა, რისთვისაც აუცილებელია უშუალო ვიზიტი გინეკოლოგთან, რომელიც გასინჯვის და საჭირო გამოკვლევების შემდეგ გაგცემთ ამომწურავ პასუხს და დაგეხმარებათ ორსულობის დაგეგმარებასა და მის მართვაში.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, ხუთშაბათს და შაბათს.
გაცნობებთ, რომ წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს გინეკოლოგს, ქალბატონ თამარ ცხომელიძეს ნომერზე 577 119 100.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა