პოლიართრიტი - რევმატოლოგია

კითხვა: 27 აგვისტო გამარჯობათ.ყოველი დაბანვის შემდეგ, პატარა გაციებისას, მაწუხებს წელი, მენჯ ბარძაყის სახსარი, ქვემო კიდურების სახსრები კუნთები ,ტერფები,მისივდება ფეხები, მაქვს დაჭიმულობა სიმძიმე,მიჭირს სიარული,რას მირჩევთ რომელ ექიმს მივმართო. მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
რთულია დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა, თუმცა, შესაძლებელია თქვენი სიმპტომების გამომწვევი მიზეზი იყოს პოლიართრიტი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე სახსრის ანთებაა, ეს შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ისე გამოწვეული სხვა მიზეზებით – ტრავმები, იმუნური და მეტაბოლური დარღვევები, რის შედეგადაც ვლინდება ტკივილი, დისფუნქცია, შეშუპება სახსრებში და ა.შ.
ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ რევმატოლოგს.
აღნიშნული ექიმი არ გვყავს ცენტრში და სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა