რბილი ქსოვილების ცისტა - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა, კისერზე მაქვს წამონაზარდი ექოსკოპიაზე რბილი ქსოვილების ცისტა არისო თქვენთან მინდა ამოვიკვეთო მჭირდება დახმარება სად და რა არის საჭირო იმისთვის რომ თქვენთან გავიკეთო ამოკვეთა.მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით!
კისრის კისტები განვითარების თანდაყოლილ ანომალიას წარმოადგენს, რომლებიც დაგვიანებული მკურნალობისა და არარაციონალური მიდგომის შედეგად შესაძლოა ფისტულების წარმოქმნით გართულდეს. ფისტულა პათოლოგიური ხვრელმილია, რომელიც კისრის ზედაპირზე იხსნება. კისრის ყველა კისტა თანდაყოლილია.
მდებარეობის მიხედვით კისრის გვერდითი კისტების 4 ჯგუფი განირჩევა:

  • კისტები, რომლებიც არ არის შეზრდილი კანთან, კარგად ისინჯება კანქვეშ ხელით კისრის გვერდით კუნთებზე და მოძრაობს ნებისმიერი მიმართულებით;
  • კისრის სიღრმეში, დიდ სისხლძარღვებსა და იშვიათად ვენაზე შეზრდილი კისტები;
  • გარეთა და შიგნითა საძილე არტერიებს შორის მდებარე კისტები, რომლებიც ხორხის გვერდით კედელზეც გადადის, ზოგჯერ ქალას ფუძემდე იზრდება;
  • კისტები, რომელთა კედლებიც დაფარულია ცილინდრული ეპითელიუმით და მდებარეობს საძილე არტერიის გვერდით - ხორხის კედლის მეზობლად.

მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, არის ბევრი ნიუანსი რომელიც უშუალოდ ქირურგის პრეროგატივაა, შეფასდება თქვენი მდგომარეობა და სპეციალისტი თავად გაგცემთ პასუხს ამომწურავად ყველა საჭირო კითხვაზე.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა