როკის ძვალი

კითხვა: გამარჯობათ.გავიტეხე როკის ძვალი.მოვიხსენი თაბაშირი.მჭირდება ქირურგის კონსულტაცია.რენდგენოგრაფიით არ ჩანს.იღებთ თუ არა კომპიუტერულ ტომოგრაფიას და რა ღირს.
პასუხი:

მოგესალმებით, ბარძაყის ყელი ბარძაყის ღერძთან წარმოქმნის კუთხეს, რომელიც ქალებში უახლოვდება სწორ კუთხეს, ხოლო მამაკაცებში შედარებით ბლაგვია. ბარძაყის თავზე აღინიშნება ხორკლიანი ბარძაყის თავის ფოსო დანარჩენი ზედაპირი თავს სადა აქვს. ბარძაყის ძვლის ქვემო, დისტალური ბოლო გასქელებული და გაფართოებულია განივად და მთავრდება ორი როკით – მედიალური და ლატერალური როკებით. ბარძაყის მედიალური როკი დიდია ლატერალურზე .
ბარძაყის ძვლის დისტალური ბოლოს მოტეხილობა შეიძლება იყოს გამოწყვეული როგორც მაღალენერგიული ასევე დაბალენერგიული ტრავმისაგან. მაღალენერგიულ ტრავმებს მიეკუთვნება ავტოსაგზაო შემთხვევებისა და სპორტული აქტივობით მიღებული ტრავმები, რომელიც უპირატესად გვხვდება საშუალოდ 15-50 წ. მამაკაცებში, ხოლო დაბალენერგიული ტრავმები, როგორიც არის სიმაღლიდან ვარდნა საყოფაცხოვრებო პირობებში ძირითადად ამ ჯგუფს მიეკუთვნება 50 წ. და მეტი ასაკის ქალები. ამგვარ ასაკობრივ ჯგუფში ბარძაყის ძვლის დისტალური ბოლოს მოტეხილობები შეიძლება გამოწვეული იყოს ოსტეოპენური მდგომარეობების გამო . ეს მოტეხილობები შეიძლება იყოს ღია ან დახურული და შეიძლება დაერთოს წვივის, კვირისტავის ან ბარძაყის დიაფიზის მოტეხილობა. ბარძაყის ძვლის დისტალური ბოლოს მოტეხილობები იწვევს ძლიერ ინვალიდობას, კიდურის დამოკლებას, მუხლის სახსრის არასტაბილურობას ან მოძრაობის ამპლიტუდის შემცირებას მუხლის სახსარში .
ჩვენს კლინიკაში ტარდება ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაცია ,შეგიძლიათ მობრძანდეთ , თან იქონიოთ ჩატარებული კვლევის პასუხები .რაც შეეხება კომპიუტერულ კვლევას , ერთი სეგმენტის გამოკვლევის ღირებულება გახლავთ 150 ლარი .თუმცა რამდენად დაგჭირდებათ კვლევა ამას ექიმი განსაზღვრავს .უფასო ვიზიტზე აუცილებელია წინასწარი ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.გმადლობთ ,გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა