შეკრულობა – ყაბზობა - გასტროენტეროლოგია

კითხვა: მაქვს შეკრულობა რომელიც წლებია ვერ მოვიწესრიგე რისი ბრალია და თუ არის რაიმე საშუალება ამის სამკურნალოდ
პასუხი:

მოგესალმებით,
ყაბზობა ანუ შეკრულობა არის ნაწლავების დაყოვნებული, გაძნელებული ან არასრული დაცლა.
ჯანმრთელი ადამიანების უმრავლესობას ნაწლავთა მოქმედება, დეფეკაცია, დღე-ღამეში ერთხელ აქვს, თუმცა ზოგ შემთხვევაში ნაწლავთა ორ დღეში ერთხელ დაცლაც შეიძლება ნორმად ჩაითვალოს. ჩვეულებრივ, შეკრულობად მიიჩნევა ნაწლავთა დაცლის შეფერხება 48 საათით და მეტი ხნით. ამრიგად, ეს ცნება შედარებითი და ინდივიდუალურია.
ნაწლავში დაგროვილ სითხეში იწყება დუღილისა და ლპობის პროცესები, რაც ინტოქსიკაციას აძლიერებს. იწყება ცილებისა და ცხიმების დაშლა, ორგანიზმში გროვდება მათი დაშლის პროდუქტები, იწყება აციდოზი, ირღვევა გადავსებული ნაწლავის კედლის გამტარობა, მუცლის ღრუში გროვდება ექსუდატი, რომელიც ინფიცირდება და იწყება პერიტონიტი.
შეკრულობის ერთ–ერთი გართულებაა ბუასილი.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების თავიდან აცილების მიზნით, გირჩევთ, მომართოთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგს.
გასტროსკოპიული კვლევის საჭიროების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა