სიმაღლეში ზრდის პრობლემა - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა, ჩემი შვილი არის 14 წლის. სიმაღლეში ზრდა არ არის მისი ასაკის შესაბამისი. ხომ არ მირჩევთ რაიმე ზრდის ვიტამინს.
პასუხი:

მოგესალმებით,
ადამიანის სიმაღლეზე მოქმედებს როგორც გენეტიკა , ასევე გარემო ფაქტორები. სულიერად ნუ გატყდებით , რადგან არავინ იცის რა სიმაღლის გაიზრდება მისი ფიზიკური სიმწიფის (23-26 წლის ასაკამდე) დასრულებამდე. თავი აარიდეთ ისეთ გარემო მოვლენებს, რომლებმაც შეიძლება სიმაღლეში ზრდა შეაფერხონ.
აუცილებელია სწორი და ჯანსაღი კვება.
დისტანციურად ვიტამინებზე მითითებას ვერ მოგცემთ.
გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ენდოკრინოლოგს, რათა გამოირიცხოს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები.
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა