სისხლის საერთო ანალიზი (სსა) - რჩევები

კითხვა: გამარჯობა.მაქვს სისხლის ანალიზში ასეთი ცლილებები:ლეიკოციტები WBC 9.61 ნორმა4.00 9.00 ჰემოგლობინი HGB15.2(12,2-14,7) მონოციტეები mono#0,62(0,08-0,11)ეოზონოფილებიeo%0,8(1,0-5,0)ედს28 რა პრობლემის მაჩვენებელია ეს მონაცემები დანარჩენი მონაცემი ნორმის ფარგლებშია
პასუხი:

მოგესალმებით,
სისხლის საერთო ანალიზს სხვაგვარად სისხლის კლინიკური ანალიზი ეწოდება. მას ყველაზე ხშირად მიმართავენ სხვადასხვა დაავადების დიაგნოზირებისთვის. ამ ანალიზით განსაზღვრული პარამეტრები ფიზიოლოგიური თუ პათოლოგიური ფაქტორების საპასუხოდ განვითარებულ ორგანიზმის რეაქციას ასახავს.
თქვენს მიერ მოწოდებული მხოლოდ ამ მონაცემებით რჩევას ვერ მოგცემთ, დასაზუტებელია, რა ჩივილებიდან გამომდინარე გაიკეთეთ სისხლის საერთო ანალიზი?
თქვენს შემთხვევაში ნორმაზე ოდნავ მაღალია ლეიკოციტების მაჩვენებელი

ლეიკოციტები

ისინი სისხლში წარმოდგენილია გრანულოციტებით (ნეიტროფილები, ეოზინოფილები, ბაზოფილები) და აგრანულოციტებით (ლიმფოციტები და მონოციტები). თითოეულ მათგანს თავისი ფუნქცია აქვს და სხვადასხვა დაავადების დროს მათი რაოდენობა იცვლება.
უმჯობესია, მიმართოთ იმ სპეციალისტს, რომელმაც მოგცათ რეკომენდაცია, ჩაგეტარებინათ აღნიშნული ლაბორატორიული კვლევა.
ასევე, შეგიძლიათ, დაგვიზუსტოთ, კონკრეტულად რა ჩივილები გაქვთ, შევეცდებით მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია და შესაბამისად დაგაკვალიანოთ.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიაკს, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა