სქესობრივი კავშირი - ორსულობა

კითხვა: გამარჯობა, ვარ 11 კვირის ორსული. 6 კვირის ვადაზე მქონდა სქესობრივი კავშირი (ექიმის ნებართვით, რადგან უპრობლემო ორსულობა გაქვსო მითხრა) რის შემდეგაც მეორე დღეს წითლად შეფერილი გამონადენი შევნიშნე, გადავამოწმე ეხოზე და არანაირი ცვლილება არ მქონდა, ნაყოფი კარგად ვითარდებოდა და ყველაფერი რიგზე იყო. ახლა ვარ როგორც გითხარით 11 კვირის და არ ვიცი გავრისკო თუ არა სქესობრივი აქტი, მაინტერესებს რის ბრალი შეიძლება იყოს ეს გამონადენი და არის თუ არა საშიშროება მისი დაზიანების? მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
თუ არ არსებობს რაიმე საფრთხე ორსულისა და ნაყოფისათვის, ორსულობის დროს სქესობრივი კავშირი დასაშვებია.
თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ პირველ ტრიმესტრში ნაყოფის მოწყვეტის საშიშროება საშუალოზე მაღალია, ამიტომ ორსულობის დროს სექსი უნდა იყოს არააგრესიული.
ამას გარდა, სასურველია, კვლავ მიმართოთ თქვენს მკურნალ–ექიმს და რეკომენდაცია მისგან მიიღოთ, რადგან საყურადღებოა ტონუსი და თქვენს მიერ აღნიშნული მცირედი სისხლდენა.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა