სუბფებრილური ტემპერატურა - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა მოკლედ წელიწად ნახეცარია მაქვს ტემპერატურა 37 მაქსიმუმ ადის 37.4 ტემპერატურა არ მაქვს დილით და გვიან ღამით მაქვს ზოგადი სისუსტე დღისით სუ მეძინება ღამეები არ მძინავს ბევრი კვლევა გავიკეთე რას მირჩევთ იქნებ იმ დაავადებების ჩამონათვალი მითხრათ რაც იწვევს დაბალ ტემპერატურას დიდი მადლობა 2) 1 კვირაა მაწუხებს ჰაერის უკმარისობა სუნთქვის გაძნელება არ მაქვს უბრალოდ ჰაერი არ მყოფნის და ხშირი ბოყინი თითქოს ამის მერე უფრო მიადვილდება სუნთქვა და ყელში მაქვს ცუდი შეგრძნება რისი ბრალი შეიძლება იყოს
პასუხი:

მოგესალმებით,
ამ შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, ამიტომ მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
ამგვარ ტემპერატურას სუბფებრილურს უწოდებენ. ამ ნიშნულებამდე თერმომეტრის ხაზი ადის სრულიად ჯანმრთელ ადამიანებშიც ვარჯიშის პროცესში, აბანოსა და საუნაში ყოფნისას, ცხარე საკვების მიღებისას.
თუკი სუბფებრილური ტემპერატურა რამდენიმე დღე ან კვირა გრძელდება, უკვე საფრთხილოა. შესაძლოა ორგანიზმში ანთებითი პროცესი მიმდინარეობდეს. იგივე სიმპტომი შეიძლება მეტყველებდეს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევაზე, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციონირებაზე (ჰიპერთირეოზი).
დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურა იცვლება: დილაობით ის, როგორც წესი, შედარებით დაბალია, ხოლო საღამოობით – მაღალი.
თავისთავად მაღალი ტემპერატურა დაავადება არ არის, მისი მეშვეობით ჯანმრთელობის სხვა პრობლემა ვლინდება.
როგორც მოგვითხრობთ, გაქვთ სუნთქვის გაძნელება და ბოყინი, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს გასტროენტეროლოგიურ პათოლოგიებს, კერძოდ კარდიოსპაზმი ან საყლაპავის აქალაზია, დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი ან კარდიული სფინქტერის უკმარისობა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, დუოდენიტი, დუოდენოსპაზმი ან დუოდენოსტაზი, კენჭოვანი ან უკენჭო ქოლეცისტიტი, ნეიროვეგეტატიური დისტონია, ენტერიტი, კოლიტი, ქრონიკული და მწვავე პანკრეატიტი.
უმჯობესია მობრძანდეთ კლინიკაში, გაიაროთ გასტროენტეროლოგთან კონსულტაცია, რომელიც შეიმუშავებს კვლევების სტრატეგიას და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
გასტროსკოპიით კვლევის საჭიროების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili-- 

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/24   

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა