სუნთქვის უკმარისობა - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: მოგესალმებით..მაქვს შიგადაშიგ შეგრძნება რომ ვერ ვსუნთქავ..მქონდა ბრონქიტიც ექვსი თვის წინ..მაქვს ხველა და ნახველი..გუშინ ჩაითრია გულიც..ეს ყველაფერი მემართება ღამე ძილის დროს..მყავს კატა და როგორც კი ახლოს მოდის მეწყება ხველა და ვეღარ ვსუნთქავ..ვის მოვმართო..რა შეიძლება იყოს
პასუხი:

მოგესალმებით,
მიუხედავად იმისა, რომ სუნთქვის უკმარისობას (დისპნეა) დიდი ალბათობით ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად განიცდის, უმეტესობა აღწერს, რომ იგრძნეს მწვავე დაჭიმვის გრძნობა გულმკერდის არეში და სულის ხუთვის შეგრძნება.
გამომწვევი მიზეზის მიხედვით პაციენტს, სუნთქვის უკმარისობა შეიძლება განუვითარდეს ან ერთხელ, ან პერიოდულად, მომავალში მუდმივად განვითარების რისკით.
როგორც მოგვითხრობთ, გყავთ კატა, რომლის მოახლოებისასაც გეწყებათ ხველა, შესაძლოა ეს იყოს რესპირატორული ალერგია.
ხველის ყველაზე ხშირი მიზეზია ასთმა, ასევე შესაძლოა, ხველას იწვევდეს იმუნოდეფიციტიც.
იქიდან გამომდინარე, რომ ხველა არ არის მიზეზი, ის შედეგია, საჭიროა დავადგინოთ რა არის მისი გამომწვევი.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ოტო–რინო ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რათა, პირველ რიგში გამოირიცხოს სასუნთქი სისტემის პრობლემები, ექიმი დაათვალიერებს პირის ღრუს და წიაღების მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ დამატებით კვლევებს ( შესაძლოა ეს იყოს რენტგენოგრაფია, რაც საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ ზედმეტი კვლევები) ამის შემდეგ კი დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობაში ჩაერთვება ალერგოლოგი.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა