კითხვა: მოგესალმებით, სურდო მაწუხებს ორი კვირაა, (ერთ მხარეს) ეხლა თითქოს ყურიც მტკივდება და იმ მხარეს საფეთქელთანაც მაქვს უსიამოვნო შეგრძნება :( პატარა მყავს ბუნებრივ კვებაზე და რა შეიძლება მივიღო? მადლობთ წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
სურდო – ეს არის ცხვირიდან ჭარბი გამონადენი, რომელიც წარმოიქმნება ცხვირის ქსოვილებისა და სისხლძარღვების მიერ.
სურდო შეიძლება გამოვიდეს ცხვირიდან, ჩავიდეს ყელის უკანა ნაწილში ან ორივე ერთად. მას ხანდახან თან ერთვის ცხვირში გაჭედვა.
სურდო შეიძლება გამოიწვიოს ყველაფერმა, რაც აღიზიანებს ან იწვევს ანთებას ცხვირის ქსოვილებში. ინფექციებს (გაციება,გრიპი), ალერგიებს და მრავალ გამღიზიანებელს შეუძლია გამოიწვიოს სურდო. ზოგ ადამიანს უმიზეზოდ აქვს ქრონიკული სურდო. ამ მდგომარეობას ეწოდება არაალერგიული რინიტი ან ვაზომოტორული რინიტი.
უფრო იშვიათად, სურდოს გამომწვევები შეიძლება იყოს:

  • პოლიპები;
  • უცხო სხეული;
  • ალერგიული ფონი და ა.შ.

როგორც მოგვითხრობთ, გაწუხებთ ყურის ტკივილიც. ვფიქრობთ, შესაძლოა გამომწვევი მიზეზი იყოს ინფექცია.
თავი აარიდეთ დამოუკიდებლად მკურნალობას, რათა არ გამოიწვიოთ მდგომარეობის გაუარესება.
მიმართეთ შესაბამის სპეციალისტს. ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე. ინსტრუმენტულად დათვალიერდება ცხვირის ღრუ და სასმენი არხი, გამოირიცხება ან დადასტურდება პათოლოგია და დაგენიშნებათ მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა