თავის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა მაქვს საშინელი თავის ტკივილები იმ დონემდე მაღებიებს კიდეც არის შემთხვევები რომ თავის რომელიმე ნაწილი გაბრუშდება და გრძნობას კარგავს.
პასუხი:

მოგესალმებით,
თავის ტკივილი თანამედროვეობის ძალიან გავრცელებული პრობლემაა და მისი უამრავი სახეობა არსებობს:

  •  ტკივილი თავის ცალ ან ორივე მხარეს;
  •  იზოლირებული და გავრცობილი;
  • მწვავე;
  •  მოპულსირე და ყრუ;
  •  თანდათანობით განვითარებული და უეცარი;
  •  მალე (ერთ საათზე ნაკლებ ხანში) გადავლილი და რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე. 

თავის ტკივილი ასევე შეიძლება გამოიწვიოს ცივ ოთახში ძილმა და ძილის დროს თავის მოუხერხებლად დებამ. ტკივილის წარმოშობის რისკს ზრდის:

  •  ძილის უკმარისობა; 
  •  კვების გამოტოვება;
  •  თამბაქოს წევა;
  •  ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
  •  ვირუსული ინფექცია. 

თუ თქვენ გაქვთ სინათლისა და ხმაურის აუტანლობა, შესაძლებელია, გამომწვევი იყოს შაკიკი, რომელსაც ახასიათებს:

  •  შეტევითი;
  •  ძლიერი;
  •  მოპულსირე ან მფეთქავი თავის ტკივილი. 

შაკიკის შეტევითი ტკივილები, რამდენიმე საათიდან ორ-სამ დღემდე გრძელდება. ტკივილი უმეტესად ცალმხრივია, შესაძლოა, წელიწადში მხოლოდ 1-2-ჯერ გამეორდეს ან, თვეში რამდენიმეჯერ. მას ხშირად თან ახლავს გულისრევა ან ღებინება.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების გამოკვლევა და ნევროლოგის კონსულტაცია უპრეცედენტოდ დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31356/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა