კითხვა: გამარჯობა.3დღეა ყელი მტკივა დილაობით თეთრი ნადები .სასწუწნმა აბებმა არ მიშველა. გლანდები ამოჭრილი მაქვს.არც სიცხე მაქვს .მარტო ყელის ტკივილი საშიშია?სიცხის გარეშე რევმატიზმში შეიძლება გადავიდეს ?
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ საუბარია ტონზილიტზე, მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
ტონზილიტი ეს არის ნუშურა ჯირკვლის ანთება, ნუშურა ჯირკვალი კი ლიმფოიდური ქსოვილია, რომელიც ხახის ორივე მხარეზე არის განლაგებული.
ლიმფური სისტემის სხვა ორგანოებთან ერთად ტონზილები მოქმედებენ როგორც იმუნური სისტემის ნაწილი, გამოიმუშავებენ რა იმუნოგლობულინებს, ანტისხეულებს და განაპირობებენ ინფექციებისაგან დაცვას, განსაკუთრებით ეს ეხება ზემო სასუნთქი გზების ბაქტერიულ და ვირუსულ ინფექციებს.
ტონზილიტის ძირითად გამომწვევს წარმოადგენს ვირუსული (40%) და ბაქტერიული (30%) ფლორა. ვირუსებიდან უხშირესია ადენოვირუსი, ხოლო ბაქტერიებიდან ჰემოლიზური სტრეპტოკოკი.
ნუშურა ჯირკვლები შესიებულია, შეწითლებული ან მათზე აღინიშნება ჩირქოვანი ნადები. კისრის წინა ლიმფური ჯირკვლები შესიებულია. ამ ნიშნების არსებობის შემთხვევაში უფრო შესაძლებელია დაავადების გამომწვევი ბაქტერია იყოს.
თუ თქვენ უკვე ამოკვეთილი გაქვთ ნუშურა ჯირკვლები, მაშინ ცხადია უნდა ვიფიქროთ სხვა ტიპის, მაგრამ მაინც ინფექციურ პროცესზე.
თქვენს მიერ ნახსენები სიმპტომები მიანიშნებენ პირის ღრუსა და ყელის მიდამოს ორგანოთა ინფექციურ პროცესზე, რომელში გარკვევაც სპეციალისტის პრეროგატივაა.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ქალბატონი რუსუდან კონცელიძე შეკრებს  ანამნეზს, ექიმი დაათვალიერებს პირის ღრუს და ხორხის ორგანოებს, როგორც ვიზუალურად, ისე ინსტრუმენტულად და დიაგნოზის დასმის შემდეგ, დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა