უროლოგიური დიაგნოსტირება - უროლოგია

კითხვა: გმადლობთ პასუხისთვის და მაინტერესებს კერძოდ როგორ რით ხდება ამ ყველაფრის შემოწმება და რა ვითარებაში, თუ გადავწყვეტ წავლას ხომ ხვდებით ასეთ თემაზე მოსარიდებელია.... წინასწარ თუ არ მეცოდინება რა ხდება...
პასუხი:

მოგესალმებით,
ურუოლოგთან უშუალო ვიზიტისას, ექიმი აფასებს მამაკაცის სასქესო ორგანოს შემდეგნაირად:

  • ხდება სასქესო ასოს დათვალიერება და პალპაცია, შარდსადენი მილის გარეთა ხვრელის ჩათვლით;
  •  სათესლე ჯირკვლების პალპაცია და ორქიდომეტრია ( ზომების განსაზღვრა).

დიაგნოსტირებისათვის შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი კლინიკურ–ლაბორატორიული ტესტები, კონკრეტულად რომელი დაგჭირდებათ, ჩვენ ამას წინასწარ ვერ განვსაზღვავთ.ბევრი დეტალი დაზუსტდება და თქვენთვის ნათელი გახდება უშუალოდ ვიზიტის დროს,რომელიც ტარდება კონფიდენციალურ გარემოში.
შეგახსენებთ, რომ უროლოგის უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარი ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა