ვენერიული დაავადება - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯონა, არ მქონია სექსი ვარ ქალიშვილი და შესაძლებელია რომ ვენერიული დაავადება მქონდეს?
პასუხი:

მოგესალმებით,
სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა რიცხვი 30-ს აჭარბებს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:ქლამიდიოზი, სიფილისი, ტრიქომონიაზი, გონორეა, ჰერპესი, პაპილომას ვირუსი, გენიტალიებისმიკოპლაზმა, B და C ჰეპატიტი და "აივ" ინფექცია (შიდსის ვირუსი). ასევე, არსებობს ვირუსები, რომლებიცარც სქესობრივი გზით გადადის და არც ინფექციისთვის გამოხატული თვისებებით ხასიათდება.მაგალითად, ურეაპლაზმა, გარდნერელა და მიკოპლაზმა. ეს ბაქტერიებია, რომლებიც ისეთი ქალისორგანიზმშიც არსებობს, რომელსაც სექსი საერთოდ არ ჰქონია.
ამას გარდა, ხშირად ვენერიული დაავადებები თავს იჩენს HIV ( ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი ) ვირუსთან ერთად, რაც ზრდის ამ ვირუსით ინფიცირების რისკებს.
რისკის ჯგუფს წარმოადგენენ: ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები, ტატუს მოყვარულები,ადამიანები, რომლებიც ხშირად იკეთებენ პედიკურ-მანიკურს სალონებში.
სქესობრივი კონტაქტის გარეშე შესაძლოა ისეთი ინფექციების გადაცემა, როგორიცაა ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი და სოკოვანი ინფექცია. ეს შესაძლოა, მოხდეს თეთრეულიდან ან დაბინძურებული წყლიდან.
თქვენს შემთხვევაში არ ვიცით რამ დაგაეჭვათ და აქვს თუ არა საფუძველი თქვენს შიშს, ამიტომ კარგი იქნება, გაესინჯოთ შესაბამის სპეციალისტს და მასთან ერთად გაარკვიოთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი.
კატეგორიულად გირჩევთ, თვითნებური მკურნალობა, მეგობრების ან ახლობლების რჩევით არ დაიწყოთ.
შეგვიძლია, შემოგთვაზოთ გინეკოლოგთან ვიზიტი, რომელიც ანამნეზის შეკრების შემდეგ, მოგცემთ რეკომენდაციას საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევებზე.
დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში ტარდება ლაბორატორიული კვლევები: სისხლში და ბიოლოგიურსითხეებში ინფექციის გამომწვევის გამოვლენა ე.წ. კულტივაციის (მიკროორგანიზმის ზრდის ხელშემწყობიპირობების შექმნა) მეთოდით ან სისხლში ინფექციის გამომწვევის სპეციფიური ანტიგენისა და მის მიმართგამომუშავებული ანტისხეულის განსაზღვრა.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და გინეკოლოგთან ვიზიტის დასაგეგმად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა