კითხვა: ხშირად მაქვს თავბურსხვევა წონასწორობის დაკარგვა ვერ ვწვები ზურგზე თავს ვერ ვდებ?
პასუხი:

მოგესალმებით,
თავბრუსხვევა (ვერტიგო) ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია, რომლითაც პაციენტები მოგვმართავენ, ის მრავალი დაავადების სიმპტომია. ამჟამად მისი 80-მდე მიზეზია ცნობილი, ასიდან 20 შემთხვევაში კი ერთმანეთს რამდენიმე მიზეზი ერწყმის.
ვერტიგო არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სივრცეში სხეულის მდებარეობის ორიენტაციას კარგავს, ეჩვენება, თითქოს გარემომცველი საგნები ან თავად მისი სხეული ბრუნავს, წონასწორობა ეკარგება. ზოგიერთ შემთხვევაში თავბრუსხვევას თან ახლავს გულისრევა, ღებინება, პულსის სიხშირის ცვლა, არტერიული წნევის მერყეობა. თავბრუსხვევის შეტევა შესაძლოა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გაგრძელდეს.
თავბრუსხვევას პაციენტები ყველაზე ხშირად უჩივიან, ექიმებისთვის კი ეს ყველაზე თავსატეხი სადიაგნოსტიკო სიმპტომია, რადგან უამრავი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი როგორც ნევროლოგიური და ფსიქიკური, ისე გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თვალისა და ყურის დაავადებებისთვის.
თქვენ შემთხვევაში, რა არის გამომწვევი მიზეზი, დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელი და არაპროფესიულია.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ექიმი შეკრებს ანამნეზს, შეაფასებს თქვენს ზოგად მდგომარეობას, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა