ვიზიტი ტრავმატოლოგთან - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა....ვმუშაობ თურქეთში ჩაის ვკრიფავ მაკრატლით...დამიზიანდა ხელის შუა თითი....რო მოვღუნავ მეკეტება..ხოვერ მეტყვით რისი ბრალი იქნება და როგორ მოვიქცე....უკვე სამი წელი მაქვს ასე...გმადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა თუ საუბარი გაქვთ იმ ხელის შუა თითზე, რომლითაც მუშაობთ, შესაძლოა ჩივილი გამოწვეული იყოს მაკრატლის ხშირ და ერთ პოზიციაში მოხმარებიდან.
სავარაუდოდ, საქმე ეხება მყესის დაჭიმულობას ან ნერვის დაზიანებას.
აუცილებელია, მიმართოთ იმ ქვეყნის ტრავმატოლოგს, ან მიკროქირურგს სადაც ახლა იმყოფებით, რათა თავიდან აიცილოთ მდგომარეობის გაუარესება.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა