წონის მატება ორსულობის დროს - ორსულობა

კითხვა: გამარჯობა ექიმო ვარ 21 წლის და ბავშვობიდან მაქვს ფარისებრი ჩიყვის პრობლემა ვსვავ ეუთიროქს 50 იანს. ამჟამად ვარ ფეღმძIმედ მეორე ბავშვზე 5 თვის 9 კილო მაქვს წონაში მატება როდესაც არანაირ ცომეულს არ ვჩამ ვიკვებები ჯანსაღად მცირე ულუფებით მაინტერესებს შეიძLება ეს მატება წონის ჰორმონის ბრალი იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
ორსულობის დროს წონის მატება სავსებით ბუნებრივი პროცესია. მთელი ორსულობის დროს, ქალი საშუალოდ იმატებს 12-15 კგ-მდე.
გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის დროს „საჭირო კილოგრამების“ მატება კარგი, ბალანსირებული კვების შედეგია, რაც თავის მხრივ იმის მანიშნებელია, რომ ნაყოფი საკვებ ნივთიერებებს იღებს მისთვის აუცილებელი ოდენობით და შემადგენლობით.
თუ თვლით, რომ წონის მატება საყურადღებოა, ჩააყენეთ საქმის კურსში თქვენი მეან–გინეკოლოგი, თუ ის ჩათვლის, რომ წონა ე.წ. თანდათანობითი მატების არ არის, მკურნალობაში ჩართავს ენდოკრინოლოგს.
გაითვალისწინეთ, რომ ორსულობის დროს შიმშილი და დიეტა დაუშვებელია! მიჰყევით ჯანსაღი ცხოვრების წესს და შეარჩიეთ თქვენთვის და თქვენი პატარასთვის ვიტამინებით მდიდარი რაციონი.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა