წვა ბეჭის არეში - ნევროლოგია

კითხვა: უკაცრავად ბეჭებზე მაღლა მარცხენა მხარეს მეწვის ერთ კონკრეტულ წერტილში უკვე 2 თვეიქნება და რაუნდა იყოს ეს ?
პასუხი:

მოგესალმებით,
თუ არ უჩივით კარდიოლოგიურ პრობლემებს, შესაძლოა ჩივილის გამომწვევი იყოს ხერხემლის პათოლოგიები, სკოლიოზი ან ოსტეოქონდროზი.
ხერხემლის გამრუდება, ანუ სკოლიოზი მსოფლიოში ხერხემლის დეფორმაციებს შორის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. სკოლიოზის განვითარება ნელა და შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რის გამოც ხშირად გვიან ხდება მისი გამოვლენა და მკურნალობა. შორს წასულმა ფორმებმა შეიძლება გამოიწვიოს გულმკერდის ყაფაზში მდებარე ორგანოების გულის და ფილტვების ზეწოლა.
ოსტეოქონდროზის დროს კი, აღინიშნება მალებისა და იოგების დეფორმაცია, მალათაშუა სივრცის შევიწროება. ეს ყველაფერი უმეტესად კუნთთა ტონუსის შესუსტების ფონზე მიმდინარეობს.
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება, რა თქმა უნდა შეუძლებელია. აუცილებელია, მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაცაზე. უშუალო ვიზიტისას , თუ გამოიხატება დამატებითი აპარატურული კვლევების საჭიროება, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, რომ შემოგთავაზოთ
მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia
დიაგნოსტირდება ჩივილის გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა