კითხვა: ყელში მაქვს სპაზმი თითქოს რაღაც მიჭერს... ჭამაში არ მიშლის ხელს ..დაჭიმული მაქვს ყელი.. გლიცინს ვსვავ მაგრამ არ მიშველა..მირჩიეთ რა გავაკეთო
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც მოგვითხრობთ, დანიშნული გაქვთ პრეპარატი გლიცინი.

გლიცინი

წარმოადგენს ნივთიერებათა ცვლის რეგულატორს, ამცირებს ფსიქოემოციურ დაძაბულობას. იგი მიიღება ნერვული სისტემის სხვადასხვა ფუნქციური და ორგანული დაავადებების დროს, რომლებსაც ახლავს:

  • აგზნების მომატება;
  • ემოციური არასტაბილურობა და ა.შ.

სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, თქვენი ჩივილი ფუნქციური ხასიათისაა და ორგანული მიზეზით არ არის განპირობებული.
თუმცა, ნევროლოგიური პრობლემების გარდა, თქვენს ჩივილებს შესაძლოა იწვევდეს:

  • დისფაგია;
  • საყლაპავის თიაქარი;
  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები და ა.შ.

სასურველია, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და კონსულტაცია გაიაროთ ოტო–რინო–ლარინგოლოგთან, რათა ინსტრუმენტული კვლევის შედეგად, დარწმუნებით გამოირიცხოს საყლაპავის პათოლოგია.
ამის შემდეგ კი, შესაძლებელი იქნება მოგეცეთ შესაბამისი მითითება მკურნალობის შესახებ. ასევე შესაძლებელია, მკურნალობაში ჩაერთოს სხვა ექიმიც, მაგალითად ენდოსკოპისტი.
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალისტი, მათ შორის ნევროლოგი და ენდოკრინოლოგიც. რაც ვფიქრობთ, ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში დამღლელი ვიზიტების განხორციელება. ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი კი, გაგიწევთ სათანადო მომსახურებას.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა