„ხრუტუნი“ ჩვილებში - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: მოგესალმებით. მყავს ერთი თვის და ორი კვირის პატარა.ხელოვნურ კვებაზეა და ყოველი კვების სჰემდეგ ცხვირში ეწყება ხრუტუნი.რაც უშლის ძილში ხელს.მიუხედავად იმისა,რომ ყოველთვის უსუფთავებ და ვაწვეთებ პიზიოოგიურ ხსნარს, როგორც ექიმმა მითხრა. ინგალაციის გაკეთება ხომ არ იქნება ურიგო? რომ განთავისუფლდეს პატარა? მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც მოგვითხრობთ, ბავშვი ახალშობილია, ხრუტუნი ექნება ცოტა ხანს სანამ დაეწმინდება ზედა სასუნთქი გზები. მათ ცხვირი და ყელ-ყური აქვთ ერთ დონეზე და კვებისას გადასდით ცხვირისკენ და ყურისკენ, შეიძლება ხანდახან ცხვირიდანაც გამოუვიდეს თუ ზედმეტად გადაცდა, მიზეზი შესაძლებელია იყოს, საწოვარას დიდი დვრილი, ან ძუძუთი კვებისას სწრაფ-სწრაფად წოვა რასაც ამ ასაკში ასეთივე სწრაფი ტემპით ყლაპვა არ ახლავს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად მიმართეთ პედიატრს ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/25  

გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა