
TOSHIBA Aquilion RXL
ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფით „Toshiba aquilion RXL“, რომელიც თავის კლასში უპირობო ლიდერია.
კომპიუტერული ტომოგრაფიის სისტემებში გამოსახულების მაღალი ხარისხი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს. ამისთვის „Toshiba“-მ შეიმუშავა რიგი ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლითაც აღჭურვილია „Aquilion RXL“-ის სისტემა.
მასში ინსტალირებულია Toshiba-ს უახლესი სისტემა AIDR - 3D (Adaptive Iterative Dose Reduction 3D), რომელიც ამცირებს დასხივების დოზას და ინარჩუნებს გამოსახულების მაღალ ხარისხს:
• SUREExposure™ 3D Adaptive - გამოსხივების ავტომატური კონტროლი.
• აქტიური კოლიმატორები - Active Collimator.
• დოზირების მართვის რეპორტინგის ხელსაწყო – Dose Check/Dose Report.